თიბისი ლიზინგის ციფრული მზის PV ბაზარი
გაიცანით თიბისი ლიზინგის ციფრული მზის PV ბაზარი. ჩვენი ონლაინ პლატფორმა აკავშირებს თქვენ სანდო მზის მომწოდებლებთან, რაც უზრუნველყოფს საიმედო მზის გადაწყვეტილებებზე მარტივ წვდომას. აი, როგორ მუშაობს:
1. დარეგისტრირდით და გაგზავნეთ თქვენი მზის PV სისტემის
მოთხოვნა.
2. მიიღეთ შეთავაზებები სანდო მომწოდებლებისგან უმაღლესი დონის
აღჭურვილობითა და სერვისებით.
3. შეადარეთ და აირჩიეთ საუკეთესო შეთავაზება თქვენი
საჭიროებისთვის.
4. მიიღეთ თიბისი ლიზინგისგან თქვენზე მორგებული დაფინანსების
შეთავაზება, რომელიც შეესაბამება თქვენს პროექტს და მიმწოდებლის პირობებს.
შემოუერთდით ჩვენი ციფრული მზის PV ბაზარს დღეს და დაიწყეთ ელქტროენერგიის დაზოგვა მზის PV სისტემის მეშვეობით.


ლიზინგი აქტივების დაფინანსების სწრაფი და მოქნილი მიდგომაა. ის დაფინანსების გონივრული ალტერნატიული გზაა, ვინაიდან დამატებითი უზრუნველყოფის საგნის მოთხოვნა არ ხდება. ლიზინგით გადაცემული აქტივი (ამ შემთხვევაში მზის პანელები) თავად ასრულებს მთავარი უზრუნველყოფის ფუნქციას.
სისწრაფის გარანტი კი, საპროგნოზო შემოსავლებზე დაყრდნობაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელშეკრულების მომზადებისა თუ ლიზინგის გაცემის დროს. კერძოდ, პროექტის დამტკიცება მზის პანელებიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავლის საფუძველზე არის შესაძლებელი.
დაარსების 20 წლის თავზე,თიბისი ლიზინგი ფლობს ბაზრის 80%-ზე მეტ წილს, ემსახურება 2,000-ზე მეტ კლიენტს და მართავს 400 მილიონამდე ლარის მოცულობის პორტფელს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, კომპანიამ მოიზიდა 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია, რომლის რეინვესტირებაც თავის მხრივ, სხვადასხვა დარგის აქტივების დაფინანსების საშუალებით საქართველოს ეკონომიკაში განხორციელდა.
კომპანიის მნიშვნელოვანი წარმატების გასაღები მდგომარეობს მის, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი აქტივების პროვაიდერების ფართო ქსელში. თიბისი ლიზინგის ძალისხმევა ჩამოაყალიბოს მყარი კავშირები როგორც მომწოდებლებთან, ასევე მომხმარებლებთან, უზრუნველყოფს ინტენსიურ და გრძელვადიან ურთიერთობას. რაც თავის მხრივ, აისახება როგორც პროდუქტის ხარისხსა და საიმედოობაში, ასევე შეძენის შემდგომ მომსახურებასა და მხარდაჭერაში.
მზის ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგია და მისი უპირატესობები
- რა არის და როგორ მუშაობს მზის ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგია?
მზის ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგია, არის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგია, რომელიც მზის სხივს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ტექნოლოგია შედგება მზის ფოტოვოლტაიკური პანელებისგან და ინვერტორისგან. მზის პანელები აგროვებენ მზის შუქს და მას მუდმივ დენად გარდაქმნიან. პანელები, როგორც წესი, მონტაჟდება ისეთ ადგილებში სადაც მზის ნათება ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიურია. ინვერტორი პანელებისგან მიღებულ მუდმივ დენს, ცვლად დენად გარდაქმნის. ცვლადი დენი კი სწორედ ელექტროენერგიაა, რომელიც უმეტეს სახლსა თუ ბიზნესში გამოიყენება. მზის ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგიის მუშაობის ხანგრძლივობა ცვალებადია, და დამოკიდებულია პანელების ხარისხსა და მათ მოვლაზე, თუმცა ის საშუალოდ 25-30 წლის განმავლობაში მუშაობს, რაც მას განახლებადი ენერგიის სანდო და მდგრად წყაროდ აქცევს.
- რა სარგებელი მოაქვს მზის ენერგიის გამოყენებას?
- მზის ელ-სადგურის ტიპები
- რა ტიპის მზის პანელები არსებობს?

შექმენით თქვენი ანგარიში დღეს
დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა უფრო მდგრადი მომავლისკენ. დარეგისტრირდით, რომ მიიღოთ შეთავაზებები თიბისი ლიზინგის მიერ წინასწარ შერჩეულ სანდო მზის ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგიების მომწოდებლებისგან. შემოგვიერთდით თქვენი ელექტროენერგიის მოთხოვნების გამწვანებაში.
შეგვეხმიანეთ
ელექტრონული ფოსტის მისამართი
ტელეფონის ნომერი
ადგილმდებარეობა
თბილისი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 76 ბ
